მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ კვირას, 21 იანვარს ექიმების ჯგუფთან ერთად, სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან ჩავა, რათა, როგორც თავად ამბობს, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრიტიკული მდგომარეობაა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, ის მზადაა, რომ მოსახლეობას დახმარება გაუწიოს და როგორც თავად აღნიშნავს, ამ ღონისძიებას მხოლოდ ერთჯერადი სახე არ ექნება.