რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, ოკუპანტებმა უკრაინაზე 2 სარაკეტო და 81 საჰაერო იერიში მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი ქვეყანას თავს 45-ჯერ დაესხნენ. ფრონტის ხაზზე ჯამში 127 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსული ძალების იერიშების შედეგად დაღუპული და დაჭრილია მშვიდობიანი მოსახლეობა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება კვლავ უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთშია. გენშტაბის განცხადებით, დიდია მტრის დანაკარგებიც. უკრაინული თავდაცვა ოკუპანტების სტრატეგიულად მნიშვნელოვან უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.