ბრიანსკის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის განცხადებით, უკრაინული დრონის თავდასხმის შემდეგ ოლქში, კლინცის ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ბრიანსკის ოლქის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს კლინცის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უკრაინის თავდასხმის მცდელობა იყო. მისივე თქმით, კლინცის ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის ფრაგმენტები საჰაერო სამიზნის განადგურების დროს ჩამოვარდა.