ევროპარლამენტმა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის უპირობო მოწოდება გააუქმა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ ანკლავში დარჩენილი მძევლები გათავისუფლდებიან და "ჰამასი" დაიშლება. რეზოლუციის გატარებას ევროკავშირის კანონმდებლების სამი ჯგუფი ცდილობდა, რომელიც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და ამ საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტის განახლებისაკენ მოუწოდებდა. ევროპის სახალხო პარტიამ კენჭისყრისას, ტექსტის კორექტირების მიზნით, შესწორება შეიტანა. მათ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა და პრობლემის პოლიტიკური გადაჭრა მოითხოვეს. რეზოლუცია, უმრავლესობით, მთლიანად დაკმაყოფილდა.