პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ხვალ, 20 იანვარს 17:00 საათზე ფრანგული „კლერმონის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. "შავმა ლომმა" მასპინძელ არენაზე კაპიტნის ვარჯიში უკვე გამართა და ხვალინდელი მატჩისთვის მზადების პროცესი დაასრულა. მოახლოებულ პრინციპულ დაპირისპირებაზე უფრო მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი, ცოტნე შაორშაძე გაგვაცნობს.