საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ხმათა 60%-ს მიიღებდა. მისივე თქმით, ოპოზიციურ ველზე მესამე ძალა არ არსებობს, რადგან ოპოზიციაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები არიან. მთავრობის მეთაურის ამ განცხადებას ოპოზიცია უკვე გამოეხმაურა. ხელისუფლების ოპონენტები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას კომიკურს უწოდებენ.