ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სეზონის წინა შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო რამდენიმე კლუბის ინიციატივას პროფესიულ კლუბთა გაერთიანების ჩამოყალიბების შესახებ. ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონი, პირველ მარტს დაიწყება. ხოლო ეროვნული ლიგა 2, 6 მარტს დაიწყება. აღსანიშნავია, რომ 5-წლიანი პაუზის შემდეგ, ეროვნულ ლიგას „კოლხეთის ფოთი“ დაუბრუნდა, ხოლო რანგით მეორე დივიზიონს, წელს - სართიჭალის „შტურმი“, დუშეთის „არაგვი“ და „რუსთავი“ შეუერთდებიან.