ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით,საზეიმო წირვა სამების საპატრიარქო ტაძარში მიმდინარეობს. ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაულია. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. ტაძრებში 19 იანვარს წყლის კურთხევის მსახურება სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. სამების ტაძარში მისულმა მრევლმა დღის მნიშვნელობა შეაფასა და სრულიად საქართველოს ნათლისღება მიულოცა.