ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას აძლიერებს. ქვეყნის პრემიერ მინისტრის განცხადებით, საბოლოო გამარჯვებას თვეები დასჭირდება. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მთავრობა კომპრომისზე არ წავა და ქვეყანა „ჰამასზე“ სრული გამარჯვების მოპოვებამდე იბრძოლებს. მანვე შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ ისრაელი ღაზაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეას ეწინააღმდეგება. ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს უსაფრთხოების კონტროლი მდინარე იორდანეს დასავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს, რომელიც მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნებისმიერ ტერიტორიას მოიცავს.