ოპოზიციურმა პარტიებმა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყეს,თუმცა კვლავ უცნობია თუ რა შემადგენლობით წარდგებიან ისინი საპარლამენტო არჩევნებზე. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის. ერთ-ერთი ასეთია პარტია „გირჩი- მეტი თავისუფლბა“. როგორც პარტიის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, არჩევნებში „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ერთად მიიღებენ მონაწილეობას. ჯაფარიძე არ გამორიცხავს სხვა პარტიებთან თანამშრომლობასაც და აცხადებს, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.