წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა, დაცულ ნაწილში მყოფ პატიმართა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით შეფასება გამოაქვეყნა. დოკუმენტზე საუბრისას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ანაგრიშში ასახულია ისეთი ფაქტები, რომლებიც სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ წამებას ადასტურებს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ დანაშაული ჩაიდინეს, მთავრობის შეცვლის შემდგ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ოპოზიცია იმასაც ამბობს, რომ თავის დროზე, „ქართულმა ოცნებამ“, საპატიმროში მყოფი სააკაშვილის კადრები მიზანმიმართულად გაავრცელა. მათი შეფასებით, ამის მიზანი მმართველი პარტიის მხარდამჭერების გულის მოგება იყო.