ამერიკის შეერთებულ შტატებში ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ამერიკის რამდენიმე შტატში ძლიერი ყინვა, დიდთოვლობა და ქარბუქია, მათ შორის ნიუ-იორკსა და ვაშინგტონშიც. ყველაზე დიდი მსხვერპლი სტიქიას ტენესიში მოჰყვა, სადაც 14 ადამიანი დაიღუპა. დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო, რამდენიმე შტატში 85-თ მილიონზე მეტი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რთული მდგომარეობაა მოყინულ საავტომობილო გზებზეც. სადაც უკვე ასობით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.