ახლა ისრაელის მოსახლეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ფიქრი არ შეუძლია, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„ახლა არავის არ სურს იმაზე ფიქრი, თუ რა იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებებით სწორი გადაწყვეტა. ყველას იმის გაგება სურს, რომ იმავე მეთოდებით, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან ან აღმოსავლეთიდან არ დაესხმებიან თავს“, - განაცხადა იცხაკ ჰერცოგმა.
ჰერცოგმა აღნიშნა, რომ ომი მხოლოდ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არ მიმდინარეობს და არსებობს ბოროტების იმპერია, რომელიც ირანიდან მოქმედებს.
„ისრაელის მოსახლეობამ სამშვიდობო პროცესების მიმართ ნდობა დაკარგა, რადგან ისინი ხედავენ, თუ როგორ აფასებენ ჩვენი მეზობლები ტერორიზმს“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.