ევროზონაში ინფლაციის მაჩვენებელი გაუარესდა. 2023 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელი 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2.9% შეადგინა. ამის შესახებ განახლებულ მონაცემებს ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს. რაც შეეხება ევროკავშირის ინფლაციის მაჩვენებელს, 2023 წლის ნოემბერში 3.4%-ს შეადგენდა, მაჩვენებელი დეკემბერში 0.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და 3.1%-ს მიაღწია. 2023 წლის დეკემბერში ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა დანიაში (0.4%), ასევე, იტალიასა და ბელგიაში (0.5%). ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო შვედეთში (7.6%), რუმინეთში (7%) და სლოვაკეთში (6.6%).