ქვეყანაში ნუშისა და კაკლის მოსავლიანობა გაზრდილია. ასოციაციის მონაცემებით, გასულ წელს კომერციული ბაღებიდან ფერმერებმა 2 500 ტონა ჩანდლერის ჯიშის კაკლის მოსავალი მიიღეს, ნუშის მოსავალმა კი 2 000 ტონა შეადგინა. ამასთან, კაკლის გამოსავლიანობა, ანუ ნიგოზი 48 % იყო, ხოლო ნუშის - 30% . ასოციაციამ ჯამში, 200-ამდე ნუშის და კაკლის მწარმოებელი ფერმერი გამოკითხა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ნუშის და კაკლის აგროინდუსტრიაში ჩართულმა 180-მა ფერმერმა საერთო ჯამში, კომერციული ბაღებიდან, დაახლოებით 1300 ტონა ნუში და 2 000 ტონა კაკლის მოსავალი მიიღეს.