უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსებმა უკრაინის მიმართულებით 33 დრონი გაუშვეს. უკრანულმა ძალებმა 22-ი დრონის განადგურება მოახერხეს. ოკუპანტებმა ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის მიმართულებით ორი S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა გაისროლეს. ბელგოროდის გუბერნატორის ინფორმაციით, უკრაინამ ოლქის მიმართულებით 10-ი რაკეტა გაუშვა. ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია მნიშვნელოვანი ნგრევის შესახებ, გარდა იმისა, რომ ბელგოროდის რაიონში, ერთი სახლი დაზიანდა. დღეს დილით ბელგოროდში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა. მოსახლეობას ურჩიეს, რომ სახლებში დარჩენილიყო.