ჩამოყალიბდება თუ არა „ხალხის ძალა“ პოლიტიკურ პარტიად - გაერთიანებაში ამბობენ, რომ სამოქმედო გეგმის შესახებ გუნდის შიგნით კონსულტაციები უკვე დაიწყო. „ხალხის ძალის“ პარალელურად ბრძოლის ტაქტიკაზე ოპოზიციაც მსჯელობს. ხელისუფლების ოპონენტები ერთობის იდეაზე თანხმდებიან, თუმცა გაერთიანებას ჯერ ვერ ახერხებენ. როგორია პოლიტიკური პარტიების გეგმები.