პაკისტანმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. სამიზნე „ტერორისტების თავშესაფარი“ იყო. ირანული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 3 ქალი და 4 ბავშვი დაიღუპა. მანამდე კი ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაკისტანის საზღვართან, ქალაქ სარავანთან აფეთქების ხმა გაისმა, რაც პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა და აღნიშნა, რომ დაზვერვაზე დაფუძნებული ოპერაციის დროს, რამდენიმე ტერორისტი მოკლეს. თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ირანმა დაადასტურა, რომ სამშაბათს პაკისტანში „ტერორისტული ჯგუფის“ წინააღმდეგ იერიშები მიიტანეს.