რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედისა და ბიძის პროცესი დღეს განახლდება. ორივე მათგანს გამოძიება ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.პროკურატურის ინფორმაციით, სხდომაზე დღეს მკვლელობაში ბრალდებული ალიმ სადიკოვის ოჯახის წევრები, მათ შორის, მისი და გამოიკითხებიან. გუშინ სასამართლოს ჩვენება ბრალდების მხარის მოწმეებმა, მათ შორის აითაჯის კლასელებმა მისცეს.