პაკისტანი ირანთან ყველა სახის მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს - Palitra News

პაკისტანი ირანთან ყველა სახის მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

2024-01-17 19:27:41+04:00

პაკისტანი ირანთან ყველა სახის მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისლამაბადი ირანიდან ელჩს გამოიწვევს, პაკისტანში ირანის ელჩს კი, ქვეყანაში არ შეუშვებენ. მედიის ინფორმაციით, პაკისტანმა ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დაბომბვას საჰარეო სივრცის არაპროვოცირებული დარღვევა უწოდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ეს უკანონო ქმედება სრულიად მიუღებელია და არავითარი გამართლება არ აქვს. მისივე თმქით, პაკისტანს აღნიშნულ ქმედებაზე პასუხის უფლება აქვს და შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ირანს ეკისრება.