დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში გასული წლის 10 საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა შორის დასახელდა - Palitra News

დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში გასული წლის 10 საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა შორის დასახელდა

2024-01-17 19:27:39+04:00

დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში გასული წლის 10 საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა შორის დასახელდა. არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი, შესაბამისმა ფედერაციებმა. საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, ერთადერთი სპორტული მედიაკავშირი JAKO -ს საიუბილეო საღამოს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერტიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.