თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიზნით ოთხ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. კომპანია “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი”- ეს არის ის კომპანიები, რომლებიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესის დასრულებაში მიიღებენ მონაწილეობას. თბილისის მერი და ტენდერში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლები მოსახლეობას ჰპირდებიან რომ რეაბილიტაციის პროცესი თვის ბოლომდე დასრულდება. ოპოზიციას აღნიშნულ კომპანიებთან მიმართებით ბევრი კითხვის ნიშანი აქვს. როდის დასრულდება წერეთლის რეაბილიტაცია და რას ამბობს დედაქალაქის მერი საკითხთან დაკავშირებით თემაზე მეტს ცარო კირვალიძის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ვნახავთ.