ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ დასავლეთ ნაპირზე მოქმედი ტერორისტების ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელა - Palitra News

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ დასავლეთ ნაპირზე მოქმედი ტერორისტების ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელა

2024-01-17 16:05:27+04:00

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დასავლეთ ნაპირზე, ბალატას ბანაკთან ახლოს, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული დარტყმის შედეგად, ბანაკის ტერორისტული ინფრასტრუქტურის ლიდერის ლიკვიდაცია განხორციელდა. მათივე ინფორმაციით დაჯგუფების ლიდერი ისრაელის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან თავდასხმას გეგმავდა.