საფრანგეთის პრეზიდენტი თებერვალში უკრაინაში უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების დასასრულებლად ჩავა. ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი კიევთან ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმებაზე აქტიურად თანამშრომლობს. მხარეები დოკუმენტს ხელს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მოაწერენ. მაკრონმა აღნიშნა, რომ შეთანხმების მიხედვით, საფრანგეთი უკრაინას საბრძოლო მასალას, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიაწვდის.