თბილისის მერი, კახა კალაძე ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, თბილისის მერიასთან ითანამშრომლონ. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, სამუშაოების დასრულებამდე თბილისის მოქალაქეებს ქირითა და იჯარით უზრუნველყოფს. მან ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში ბევრი ავარიული შენობაა და თბილისის მერიას მათი განახლება-ჩანაცვლების პროცესი დაწყებული აქვს.