სერბეთში 17 დეკემბერს ჩატარებული საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით, მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ქვეყნის დედაქალაქ ბელგრადში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. 17 დეკემბერს გამართულ არჩევნებში სერბეთის მმართველმა „პროგრესულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ოპოზიციურმა გაერთიანებამ „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ კი მეორე ადგილი დაიკავა. „პროგრესული პარტია“ და მისი ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთს 2012 წლიდან მართავენ. ოპოზიციურმა ალიანსმა ბელგრადის საკრებულოს არჩევნებში საარჩევნო კანონმდებლობის სერიოზული დარღვევების შესახებ განაცხადა. საარჩევნო კომისიამ ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე უარი თქვა, რის გამოც დედაქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო.