იაპონური გადამზიდი კომპანია „ნიპონ იუსენი“ „ჰუსიტების“ თავდასხმების გამო წითელ ზღვაში მიმოსვლას აჩერებს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ყველა გემი, რომლითაც ისინი გადაზიდვებს ახორციელებენ წითელ ზღვაში გადაადგილებას წყვეტს. გადამზიდი კომპანიის სპიკერმა განაცხადა, რომ წითელ ზღვაში გემების მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ეკიპაჟის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს. იაპონური მედიის ცნობით, მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება კიდევ ორმა კომპანიამ მიიღო.