შეძლებს თუ არა ოპოზიცია მიმდინარე წელს ,,ქართული ოცნების" დამარცხებას. ამაზე ექსპერტებს საკუთარი ხედვა აქვთ. პატარა პარტიების გაერთიანება და რეალურ პრობლემებზე ორიენტირებული ოპოზიცია -ეს არის ექსპერტებისთვის ხელისუფლების ცვლილების ფორმულა. აქვს თუ არა ოპოზიციას ამომრჩეველთა ნდობის მოპოვების შანსები, ამაზე ექსპერტებს ცალსახა პასუხი არ აქვთ თუმცა ისინი პოლიტიკურ პარტიებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებენ.