უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. ლიდერებმა შეხვედრაზე ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები განიხილეს. ზელენსკიმ და სტოლტენბერგმა ასევე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და ვაშინგტონში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადებაზეც ისაუბრეს. ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელს უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.