ირაკლი კობახიძე ჩინეთში ვიზიტზე - ორმხრივი ურთიერთობის ყველა განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, გამოითქვა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და იმ პროცესების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან - Palitra News

ირაკლი კობახიძე ჩინეთში ვიზიტზე - ორმხრივი ურთიერთობის ყველა განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, გამოითქვა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და იმ პროცესების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან

2024-01-16 15:43:17+04:00

ჩინეთში მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. მეორე დღეა ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით უმრავლესობის ლიდერების ნაწილი ჩინეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ხვდებიან. ამჯერად შეხვედრა ქვეყნის ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგილესთან შედგა. საუბარი ჩინეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო. მმართველი პარტია ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მიიჩნევს, რომ საქართველომ ამ ურთიერთობების ფონზე ახალი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.