ჯერჯერობით უცნობია, რა შემადგენლობით წარდგებიან ოპოზიციური პარტიები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია. პარტია „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის გაერთიანებას კატეგორიულად გამორიცხავს. იგივე პოზიცია აქვთ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.