ფულადი გზავნილების მოცულობამ 4 მლრდ დოლარს გადააჭარბა. 2023 წლის განმავლობაში საქართველოში 4 მილიარდ 123 მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი განხორციელდა, საიდანაც 37% რუსეთზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ჩრდილოეთიდან მილიარდ ხუთას მილიონ დოლარზე მეტი გადმოირიცხა. რაც შეეხება 2023 წლის დეკემბერს, გასული ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში 308 მილიონ დოლარზე მეტი გადმოირიცხა ფულადი გზავნილების სახით, აქედან მეხუთედზე მეტი ასევე რუსეთიდან. წლის ჭრილში, ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთს მოსდევს იტალია, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი და გერმანია.