სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ავტობუსის ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა - Palitra News

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ავტობუსის ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა

2024-01-16 12:37:21+04:00

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ავტობუსის ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. ქალაქ მერსინის აიდინჩიქის რაიონში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა. სამგზავრო ავტობუსი ანტალიიდან მერსინის მიმართულებით მიემართებოდა და გაურკვეველი მიზეზით, სარიერის გვირაბების გასასვლელთან ბარიერებს შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.