გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა - Palitra News

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

2024-01-16 12:35:34+04:00

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ბალდის კანიონის განვითარების პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეცვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა მხარისთვის ბალდის კანიონის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია, რაც პროცესში დაინტერესებული პირების ჩართულობას ითვალისწინებს. შეხვედრის დასასრულს, საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში ბალდის კანიონზე გასვლითი შეხვედრა გაიმართება და ადგილზე გარემოზე ზემოქმედების ასპექტებს გაეცნობიან.