გერმანიაში სიგარეტის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს - Palitra News

გერმანიაში სიგარეტის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2024-01-16 12:33:50+04:00

გერმანიაში სიგარეტის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ორ ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ. ქართველმა კაცმა სუპერმარკეტის ტერიტორია ორ თანამზრახველთან ერთად დატოვა. პოლიციამ ისინი სხვა სუპერმარკეტის ავტოსადგომზე იპოვა. სანამ საქართველოს მოქალაქის ვინაობა დგინდებოდა, ორმა თანამზრახველმა გაქცევა მოახერხა. საქმეზე გამოძიება გრძელდება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.