ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შემადგენლობით წარსდგებიან ოპოზიციური პარტიები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია. პარტია „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის გაერთიანებას კატეგორიულად გამორიცხავს და იგივე პოზიცია აქვს პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.