გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს. რიჩარდ ნეფიუ ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება და ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს განიხილავს. ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტს ქართველი დეპუტატების ნაწილი უკვე გამოეხმაურა. რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში.