ადენის ყურეში, ამერიკულ გემზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰუსიტებმა“ აიღეს. იემენში მოქმედი დაჯგუფების გენერალმა, იაჰია სარიმ განაცხადა, რომ მათ ადენის ყურეში სამხედრო ოპერაცია განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც ამერიკულ ხომალდს სამხედრო-საზღვაო რაკეტებით დაარტყეს. „ჰუტისები“ პირობას დებენ, რომ იემენზე ნებისმიერი დარტყმა პასუხის გარეშე არ დარჩება. სარის განცხადებით, ნებისმიერი ამერიკული და ბრიტანული ხომალდი, რომელიც მონაწილეობს იემენის წინააღმდეგ აგრესიაში, მტრულ სამიზნედ განიხილება.