ბაქოში, ბინაგადის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში მომხდარ აფეთქებას, საქართველოს მოქალაქეც ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, 35 წლის კაცი ბაქოში სამუშაოდ იყო წასული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ამ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. დაშავებულია, სულ მცირე, 24 ადამიანი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. როგორც მედია წერს, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. აფეთქების მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.