ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მოლოდინი არსებობს, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას - Palitra News

ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მოლოდინი არსებობს, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას

2024-01-16 09:15:02+04:00

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ბექა ლილუაშვილს იმის მოლოდინი აქვს, რომ წინსაარჩევნოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ შესაძლოა საქმე აღიძრას. აღნიშნულის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ პარტიაში სამართლებრივი დევნის დაწყების მოლოდინი არსებობს, რისთვისაც ისინი მზად არიან.