მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, 26 თებერვალს გამოცხადდება. სწორედ ამ დრომდე გადაიდო დღევანდელი სასამართლო პროცესი, სადაც დაცვის მხარის მოწმეები უნდა დაეკითხათ. ადვოკატებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ დასაკითხ პირთა სიაში არსებული მოწმეები მოხსნეს და მათ აღარ დაკითხავენ. შესაბამისად, შემდეგ სასამართლო პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვებს იტყვიან. ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ, საბოლოო სიტყვით სარგებლობის გადაწყვეტილება მიიღო გრიგორიადისმაც.