ქართული ოცნების ლიდერები მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრები ჩინეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად. ვიზიტისა და ამ საკითხზე პოლიტიკური შეფასებების შესახებ თაზო მაჭარაშვილის სიუჟეტიდან გავიგებთ.