„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ირანში მაჰსა ამინის მკვლელობის გაშუქებისთვის, აშშ-თან შეთქმულების ბრალდებით დაკავებული ორი ჟურნალისტის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. მედიის ცნობით, მათ სააპელაციო სასამართლოში განხილვის დასრულებამდე, 200-ი ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ, თუმცა მათ ქვეყნის დატოვების უფლება არ ექნებათ. გირაოს ოდენობა, ირანში საშუალო ანაზღაურების გათვალისწინებით, 50-ი წლის ხელფასს უდრის. გასულ წელს, ქვეყნის სასამართლომ ჟურნალისტებს სხვა ბრალდებებთან ერთად, აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობისთვის 7-დ წლამდე პატიმრობაც შეუფარდა. 2023 წლის მაისში ორივე ჟურნალისტმა იუნესკო-ს მსოფლიო პრესის თავისუფლების ჯილდო მიიღო. მაჰსა ამინი კი 2022 წლის სექტემბერში, „მორალის პოლიციის“ მიერ ჰიჯაბის არასათანადოდ ტარების გამო დაკავების შემდეგ, საპატიმროში გარდაიცვალა. ამ ფაქტმა ირანული საზოგადოების აღშფოთება და მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. არეულობის შედეგად 529-ი ადამიანი დაიღუპა, 20 000-მდე კი დააპატიმრეს, მათ შორის 100-მდე ჟურნალისტი იყო.