რაც შეეხება მომდევნო სიახლეს, თქვენ, ვინც დაინტერედებული ხართ ამერიკის შეერთებული შტატებში დასაქმებით, მაშინ სულ უფრო მეტი შანსი გაქვთ, ნუ ყოველ შემთხვევაში გამოცემა CNBC-ის კვლევას რომ დავეყრდნოთ. კერძოდ, საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ აშშ-ში შრომის ბაზარმა მოლოდინს კვლავ გადააჭარბა და სამუშაო ადგილების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. უფრო კონკრეტულად, დეკემბრის თვეში, წლის დასრულებამდე ქვეყანას 216 000 ახალი სამუშაო ადგილი დაემატა. უმუშევრობის დონე კი სტაბილურად, 3.7%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა. სამუშაო ადგილების ზრდის 75%-ზე მეტი რამდენიმე სექტორზე მოდის. ესენია: განათლებისა და ჯანდაცვის სერვისები, მთავრობა, დასვენება, სტუმარ-მასპინძლობის სექტორები. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მიმდინარე წლის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაჩქარდება ხელფასების ზრდაც.