ისლანდიის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა ქვეყანაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ მოსახლეობას მიმართა. პრეზიდენტმა ისლანდიელებს მოუწოდა, რომ გაერთიანდნენ და თანაგრძნობა გამოიჩინონ მათ მიმართ, ვინც მომხდარის გამო საკუთარ სახლში არ იმყოფება. ისლანდიის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა მათ, ვინც დაზარალებულ მოქალაქეებს თავშესაფრები შესთავაზა და ასევე მათაც, ვინც შემთხვევის ადგილზე მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ამოსულმა ლავამ ქალაქ გრინდავიკამდე მიაღწია. მედიის ცნობით, ქალაქში ევაკუაცია ვულკანის ამოფრქვევამდე განხორციელდა.