გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 იანვარს ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება - Palitra News

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 იანვარს ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება

2024-01-15 09:20:03+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 იანვარს ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა -3 და -5 გრადუსამდე დაიწევს. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში მცირე თოვაც არის მოსალოდნელი. უახლოესი დღეებში კი დღის მაქსიმალური ტემპერატურის ეტაპობრივი მატებაც იქნება მოსალოდნელი.