მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს - Palitra News

მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს

2024-01-15 09:19:18+04:00

35-ი ძარცვა და წაღებული 200-ი ათასი ევრო - საბერძნეთის პოლიციამ საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზიაცია გამოივლინა და სპეცოპერაციის ფარგლებში 7-ი პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან ქართველები, რომელთა სახლებიდანაც პოლიციამ იარაღები, ნარკოტიკი, მობილური ტელეფონები და სხვა ნივთები ამოიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრალდებულებმა წარსულში არაერთი კრიმინალური დანაშაული ჩაიდინეს, მათ შორის ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინის გაძარცვაც. ადგილობრივი პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.