გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 იანვარს ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება - Palitra News

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 იანვარს ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება

2024-01-14 15:00:35+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა -3, -5 გრადუსამდე დაიწევს. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მცირე თოვა. უახლოეს დღეების განმავლობაში კი მოსალოდნელია დღის მაქსიმალური ტემპერატურის ეტაპობრივი მატება.