დანიის ელჩის  წინააღმდეგ მიმართული მმართველი გუნდის კრიტიკა ოპოზიციურ სპექტრში კვლავ მთავარი განხილვის თემაა - Palitra News

დანიის ელჩის  წინააღმდეგ მიმართული მმართველი გუნდის კრიტიკა ოპოზიციურ სპექტრში კვლავ მთავარი განხილვის თემაა

2024-01-13 19:01:37+04:00

ბოლო პერიოდში დანიის ელჩის წინააღმდეგ მიმართული მმართველი გუნდის კრიტიკა კვლავ ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები დანიის ელჩის სტატიას აფასებენ, სადაც მან ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ის რომ დანიის ელჩი ასე მკაფიოდ აფასებს ბიძინა ივანიშვილს ნიშნავს იმას რომ ქართული ოცნება დეოლიგარქიზაციის პუნქტის შესასრულებლად არაფერს აკეთებს. მეტიც მათი თქმით ხელისუფლების წარმომადგენლების შეურაცხმყოფელი განცხადებები ელჩის მისამართით პირველ რიგში საქართველოს ეროვნული ინტერესისთვისაა დამაზიანებელი.