ჰუმან რაით ვოჩი მსოფლიოში არსებულ ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს - დოკუმენტში საუბარია ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზეც. ორგანიზაცია აღნიშნავს რომ 2023 წელს ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა აგენტების შესახებ კანონი იყო. ანგარიშში მოხვდა მედიის და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის ფაქტებიც. ყოველწლიურ დოკუმენტს უკვე მოყვა გამოხმაურებები.